ძლიერი, სანდო და მოქნილი პარტნიორი საჰაერო გადაზიდვებში

აირჩიეთ მიმართულება

შეიყვანეთ ქალაქის სახელები ლათინურად

მარშრუტის ინფორმაცია

-
მანძილი კმ.
ფრენის დრო ს. / წ.

ჩვენს შესახებ

GryphonAir ახალი საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კომპანიაა, რომელიც თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ ავიაგადაზიდვების სერვისს გთავაზობთ რეგიონის მასშტაბით.  GryphonAir-ის მისია რეგიონში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ხელმისაწვდომობისა და მოქნილობის ზრდაა. ჩვენი მისიის შესრულებაში მართვის თანამედროვე და მდგრადი მიდგომები გვეხმარება. 
 

ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს დავაკავშიროთ რეგიონი ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკას. ჩვენი მიზანი ამ რეგიონის ერთ-ერთ უმსხვილეს სატვირთო ავიაგადამზიდავ კომპანიად ჩამოყალიბებაა. ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს მიწოდების შეზღუდული ვადების დაკმაყოფილებაში და ჩავიტანოთ მათი ტვირთი დანიშნულების ადგილას დროულად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად. იმავდროულად, დავიცვათ საჰაერო გადაზიდვების უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი და უზრუნველყოთ მომსახურების მაღალი ხარისხი. 


Gryphon Air-ის სახელი მითიურ არსებას უკავშირდება, რომელიც ცისა და მიწის მბრძანებლებს, არწივსა და ლომს აერთიანებს. ის ინტელექტისა და სიძლიერის სიმბოლოა, რითაც საუკეთესოდ ეხმიანება ჩვენს ხედვას - შევქმნათ კომპანია, რომელიც თანაბრად ძლიერია როგორც საჰაერო გადაზიდვებში, ასევე პროექტების მართვასა და კლიენტთა უმაღლესი კლასის სერვისის უზრუნველყოფაში.

 

გუნდი

ჩვენი მთავარი უპირატესობა და ძალა ჩვენი გუნდია, რომელიც ბიზნესის განვითარებისა და ავიაციის მენეჯმენტში დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებს აერთიანებს.

გიორგი მარი
გიორგი მარი
დირექტორი
სოფიო სულავა
სოფიო სულავა
დირექტორის მოადგილე
გიორგი გელაშვილი
გიორგი გელაშვილი
საფრენოსნო დეპარტამენტის დირექტორი
თორნიკე ჯამბაზიშვილი
თორნიკე ჯამბაზიშვილი
ტექნიკური დირექტორი
ლევან მიქავა
ლევან მიქავა
ფრენის ვარგისობის შენარჩუნების მენეჯერი
ნათია კორტიაშვილი
ნათია კორტიაშვილი
ხარისხის მენეჯერი
ანტონ გოცაძე
ანტონ გოცაძე
ფრენის უსაფრთხოების (SMS) მენეჯერი
რუსუდან გრიგალაშვილი
რუსუდან გრიგალაშვილი
საავიაციო უშიშროების მენეჯერი
Dimitri Rainauli
Dimitri Rainauli
სწავლების მენეჯერი
ირაკლი ხუნდაძე
ირაკლი ხუნდაძე
მიწისზედა მომსახურების მენეჯერი
David Kvatadze
David Kvatadze
სახიფათო ტვირთების მენეჯერი

სერვისები

ჩარტერული რეისი ტვირთის უმოკლეს ვადებში გადასაზიდად ყველაზე მოქნილი და ეფექტიანი გადაწყვეტილებაა. GryphonAir-ს შეუძლია შეასრულოს ჩარტერული რეისები დროულად, უსაფრთხოდ და საიმედოდ. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ გადავჭრათ რთული ლოგისტიკური ამოცანები და დავაკმაყოფილოთ ყველაზე შეზღუდული ვადების მოთხოვნები.

ACMI საჰაერო ხომალდის ე.წ. „სველი ლიზინგით“ გადაცემას გულისხმობს. GryphonAir თქვენი ავიაკომპანიისთვის უზრუნველყოფს საჰაერო ხომალს, ეკიპაჟს, ტექნიკურ მომსახურებასა და დაზღვევას, სატვირთო გადაზიდვების განხორციელების მიზნით. ACMI საუკეთესო საშუალებაა თქვენი ავიაბიზნესის სწრაფი და ეფექტიანი გაფართოებისთვის. 

GryphonAir ასევე ასრულებს რეისებს სხვა ოპერატორი კომპანიებისთვის. ტვირთის გადამზიდავ კომპანიებთან ვმუშაობთ გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მათ საჭიროებებზე მორგებულ, თანამშრომლობის მოქნილ პირობებს ითვალისწინებს. 

ჩარტერული რეისები
ACMI
ინტეგრატორი
GryphonAir

ჩვენი ფლოტი

Boeing 737-300F არის ორძრავიანი სატვირთო თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს 15,900 კგ-მდე ტვირთი 123,24 კუბური მეტრი მოცულობით. თვითმფრინავი იდეალურია მოკლე და საშუალო მანძილის დიაპაზონის სატვირთო ჩარტერებისთვის.
 

ძირითადი დეტალები

ტვირთამწეობა

Up to 15,900 kg

პალეტის ზომა 8 pallets: 88" x 125" x 80" or 88" x 108" x 80"
1 pallet: 62" x 60" x 64" or 88" x 53" x 64"
ძირითადი ტვირთის კარის ზომა 223 x 354.33 cm / 88" x 139.5"
ქვედა წინ სატვირთო კარის ზომა 89.9 x 121.92 cm / 35" x 48"
ქვედა უკანა ტვირთის კარის ზომა 83.82 x 121.92 cm / 33" x 48"
GryphonAir

პარტნიორები